დონალდ რამსფელდი ამ წუთისოფელს გამოეთხოვა

პენტაგონის ყოფილი შეფი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

1667986
დონალდ რამსფელდი ამ წუთისოფელს გამოეთხოვა

აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ავღანეთსა და ერაყში შეჭრაში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამსფელდის ოჯახმა განაცხადა, რომ ყოფილი მინისტრი გარდაიცვალა მათ კუთვნილ ნიუ-მექსიკოს სახლში. რამსფელდი თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა 1975 - 1977 წლებში, პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის დროს და 2001-2006 წლებში, ჯორჯ ვ. ბუში უფროსის პერიოდში. მან დიდი წვლილი შეიტანა 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ჯერ ავღანეთისა და შემდეგ ერაყის ოკუპაციაში.



მსგავსი ინფორმაციები