მიანმარის არმიამ სოფელი გადაწვა?

მიანმარის არმიამ სოფელი გადაწვა?

1660055
მიანმარის არმიამ სოფელი გადაწვა?
myanmar yardim.jpg
myanmar ordu.jpg

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბირმაში (მიანმარი) სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციების ჩახშობის მიზნით ჯარმა სოფელს ცეცხლი წაუკიდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მაგვიის რაიონის სოფელ კინმაში სახლების უმეტესობა და პირუტყვი ხანძრის შედეგად განადგურდა.  

გავრცელდა ინფორმაცია, რომ არმიამ სავარაუდოდ ცეცხლი წაუკიდა სოფელ კინმას, სამხედრო წესის წინააღმდეგობის აღკვეთის მცდელობის ჩასახშობად.

ცნობისათვის, მდინარე წლის  1 თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. დააკავეს სახელმწიფოს ფაქტობრივი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი, ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მინი და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები.

ამის შემდეგ კი ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.

მეორეს მხრივ, გაერომ გამოაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების შემდეგ არმიასა და მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის მიმდინარე კონფლიქტების გამო ქვეყნის ეკონომიკა სერიოზულ პრობლემებს განიცდის, რის გამოც 1 მილიონ ადამიანს დახმარება ესაჭიროება.


საკვანძო სიტყვები: #ბირმა

მსგავსი ინფორმაციები