ევროკავშირი ბელარუსს არ მისცემს მისი საჰაერო სივრცის და აეროპორტების გამოყენების უფლებას

ევროკავშირი ბელარუსს არ მისცემს მისი საჰაერო სივრცის და აეროპორტების გამოყენების უფლებას

1645059
ევროკავშირი ბელარუსს არ მისცემს მისი საჰაერო სივრცის და აეროპორტების გამოყენების უფლებას

ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების მიერ სამგზავრო თვითმფრინავის „იძულებით“ დასმა და მასში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავება დაგმო და მიიღო გადაწყვეტილება ამ ქვეყანას არ მისცეს ევროკავშირის საჰაერო სივრცის და აეროპორტების გამოყენების უფლება.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის მიმდინარეობისას ევროკავშირის უფლებამოსილებმა განცხადების ის ნაწილი გამოაქვეყნეს, სადაც ლიდერები ბელარუსის საკითხზე თანხმდებიან.

მის მიხედვით, ლიდერებისგან შემდგარმა ევროსაბჭომ დაგმო გუშინწინ ათენი-ვილნიუსის მიმართულებით მფრინავი სამგზავრო თვითმფრინავის ბელარუსის დედაქალაქ მინსკში „იძულებით დასმა“  ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების არსებობის მომიზეზებით.

საბჭომ მოითხოვა სასწრაფოდ იქნას გათავისუფლებული მგზავრებს შორის მყოფი და დაკავებული ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა.

ლიდერებმა მომხდარი შეაფასეს როგორც „დღემდე არნახული და მიუღებელი“ ფაქტი და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდეს სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება.

ლიდერების განცხადებაში გაკეთებულია მოწოდება ახალი სანქციების შესახებ, რომელიც მოიცავს ბელარუსელ უფლებამოსილ პირებს, სექტორულ მიზნებს და ასევე მოუწოდებენ ევროკავშირში დაარსებულ ავიაკომპანიებს არ გამოიყენონ ბელარუსის საჰაერო სივრცე.

განცხადებაში მოითხოვეს აეკრძალოს ბელარუსის ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცის გამოყენება და არ მიეცეს მათ ევროკავშირის აეროპორტების გამოყენების უფლება.



მსგავსი ინფორმაციები