TRT Deutsch-ს მუქარის წერილი გაუგზავნეს

TRT Deutsch-ს პალესტინაზე ისრაელის თავდასხმის შესახებ მომზადებული ინფორმაციების გამო მუქარის წერილი გაუგზავნეს

1642764
TRT Deutsch-ს მუქარის წერილი გაუგზავნეს

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლის (TRT) გერმანულ საინფორმაციო პლატფორმას TRT Deutsch-ს, რომლის ცენტრიც გერმანიის ქალაქ ბერლინში მდებარეობს, პალესტინაზე ისრაელის თავდასხმის შესახებ მომზადებული ინფორმაციების გამო მუქარის წერილი გაუგზავნეს.

მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, პოლიციამ წერილი შეაფასა როგორც "რასისტული, ანტიისლამური და ანტისურქული" და განაცხადა, რომ საკითხი გადაეცემა სახელმწიფო უსაფრთხოების განყოფილებას (Staatsschutz).

წერილი ბოლო ერთი წლის მანძილზე TRT Deutsch-სთვის გაგზავნილი მესამე მუქარის წერილია, რომელსაც ხელს აწერს Prinz Eugen Group-ი (PEG).

TRT Deutsch–ის მთავარმა რედაქტორმა, კაან ელბირმა განაცხადა, რომ ისინი ინტენსიურად აშუქებენ ღაზაში მომხდარ სისასტიკეს და დაამატა: "ბევრი მედიასაშუალების და ჟურნალისტის, რომლებიც ამით შეწუხებულები არიან, სამიზნე ჩვენ გავხდით. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ფაქტების ჩვენებას, რადგან გვწამს იმის, რასაც ვაკეთებთ. ამგვარი საფრთხეები ხელს ვერ შეგვიშლის."



მსგავსი ინფორმაციები