ბრიტანეთმა კუნძულ ჯერზიზე ორი საზღვაო გემი გააგზავნა

ბრიტანეთმა კუნძულ ჯერზიზე ორი საზღვაო გემი გააგზავნა

1635352
ბრიტანეთმა კუნძულ ჯერზიზე ორი საზღვაო გემი გააგზავნა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, საფრანგეთთან თევზაობასთან დაკავშირებით პრობლემების გამო მის დაქვემდებარებაში მყოფ კუნძულ ჯერზიზე, შესაძლო ბლოკადის საფრთხის წინააღმდეგ ორი საზღვაო გემის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ HMS Severn და HMS Tamar სახელწოდების გემები ჯერზის კუნძულზე საზღვაო უსაფრთხოების პატრულირებისთვის და აღმკვეთი ღონისძიებების ფარგლებში უკვე გაგზავნეს.

მეორეს მხრივ, ბრიტანულმა პრესამ დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთიდან 85 მილის დაშორებით მდებარე კუნძულზე საზღვაო ხომალდები დღეს (ხუთშაბათ) ჩააღწევენ, ხოლო პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ჯერზის პრემიერ-მინისტრს ჯონ ლე ფონდრეს და საგარეო საქმეთა მინისტრს იან გორსტს ესაუბრა რა დროსაც ხაზი გაუსვა მის ურყევ მხარდაჭერას კუნძულისთვის.

ცნობისათვის, ნორმანდიის კუნძულებში შემავალი ჯერზი, რომელიც საფრანგეთიდან დაახლოებით 14 მილის დაშორებით მდებარეობს და ელექტროენერგიის 95 პროცენტსაც საფრანგეთი უზრუნველყოფს, ჰყავს მმართველი, რომელიც დედოფალის წარმომადგენელია, ხოლო მას საერთშორისო ასპარეზზე, დიდი ბრიტანეთი წარადგენს.



მსგავსი ინფორმაციები