სუეცის არხის ადმინისტრაცია, იაპონური ფირმისგან კომპენსაციას მოითხოვს

კომპენსაციის ოდენობა დაახლოებით 900 მილიონი დოლარია

1621796
სუეცის არხის ადმინისტრაცია, იაპონური ფირმისგან კომპენსაციას მოითხოვს

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK-ს ინფორმაციით, რომელიც ეყრდნობა ეჰიმეს პროვინციაში დაფუძნებული და სუეცის არხში ერთი კვირის განმავლობაში გაჩხერილი სატვირთო გემის-"The Ever Given" მფლობელის, იაპონური ფირმის Shoei Kisen–ის წყაროებს, სუეცის არხის ადმინისტრაციამ (SCA), იმის გამო, რომ ერთი კვირის განმავლობაში შეწყდა საგზაო მიმოსვლა და უდიდესი ფინანსური ზარალი მიიღო, ამიტომაც მათგან დაახლოებით 900 მილიონი დოლარის კომპენსაციის ანაზღაურება მოითხოვა. იაპონურმა ფირმამ ამ მოთხოვნას "უპრეცედენტო" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს პრეტენზია არ ემყარება "მკაფიო პრინციპებს" რა, ამიტომ გააგრძელებს მოლაპარაკებებს SCA– სთან. როგორც ცნობილია, 400 მეტრის სიგრძის სატვირთო გემი, რომლის მფლობელია იაპონური კომპანია “შოეი კისენი“, მაგრამ მართავს ტაივანის კომპანია "Evergreen"-ი, 24 მარტს სუეცის არხში გაიჭედა და 29 მარტს გამოხსნითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხი გაიხსნა საზღვაო მიმოსვლისთვის, თუმცა ამ დროის განმავლობაში SCA-მ უდიდესი ფინანსური  დანაკარგები განიცადა



მსგავსი ინფორმაციები