ეკვადორის ახალი პრეზიდენტი გილერმო ლასო გახდა

ეკვადორის ახალი პრეზიდენტი გილერმო ლასო გახდა

1619532
ეკვადორის ახალი პრეზიდენტი გილერმო ლასო გახდა

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ეკვადორში გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მემარჯვენეობის კანდიდატმა გილერმო ლასომ გაიმარჯვა.

ცნობისათვის, მეორე ტურში ბრძოლობდნენ პირველი ტურის არჩევნებში, რომელიც 6 თებერვალს გაიმართა, ყველაზე მეტი ხმების მიმღები მემარჯვენეების კანდიდატი გილერმო ლასო და მემარცხენეების კანდიდატი ანდრეს არაუსი.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხმების 97,41% უკვე დათვლილია რა, მემარჯვენეების კანდიდატმა გილერმო ლასომ ხმათა 52,52% მიიღო, ხოლო მემარცხენეების კოალიციურმა კანდიდატმა ანდრეს არაუსმა 47,48%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების შემდეგ სიტყვით გამოსულმა გილერმო ლასომ განაცხადა, რომ ეკვადორელებმა თავიანთი დემოკრატიული უფლება გამოიყენეს და ქვეყნის მომავალ განვითარებას მისცენ ხმა.

რაც შეეხება ანდრეს არაუსს მან მარცხი უკვე  აღიარა.



მსგავსი ინფორმაციები