აშშ-ში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა
აშშ-ში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა
1617770

ამერიკის ტეხასის შტატში, ქალაქ ბრაიანში, მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი დაშავდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაჭრილებიდან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარის ადგილზე პოლიციის ჯგუფები მივიდნენ, ეჭვმიტანილები კი ჯერ-ჯერობით ვერ დააკავეს.