ტრამპს პირდაპირი პასუხისმგებლობა დაეკისრა კონგრესის დარბევაზე

ტრამპს პირდაპირი პასუხისმგებლობა დაეკისრა კონგრესის დარბევაზე

1576389
ტრამპს პირდაპირი პასუხისმგებლობა დაეკისრა კონგრესის დარბევაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, დაადანაშაულეს 6 იანვარს "კონგრესზე თავდასხმაზე პირდაპირ პასუხისმგებლობაში.“

საბრალდებო დასკვნა გასაჯაროვდა იმპიჩმენტის სასამართლო პროცესამდე, რომელიც, სავარაუდოდ, სენატში მომავალ კვირას დაიწყება.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული საბრალდებო დასკვნის თანახმად, ტრამპი დაადანაშაულეს კონგრესში სისხლიანი დარბევის დროს "ხალხის აჯანყების წახალისებაში" და მას შემდეგ განვითარებულ ძალადობაზე "პირდაპირ პასუხისმგებლობაში".

დემოკრატი დეპუტატების მიერ მომზადებულ საბრალდებო დასკვნაში, რომლებიც სენატში იმპიჩმენტის სასამართლო პროცესზე ტრამპის წინააღმდეგ მბრალდებელის როლს შეასრულებენ, ნათქვამია, რომ ტრამპი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი კონსტიტუციის დარღვევაში და უნდა გათავისუფლეს თანამდებობიდან.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია: "პრეზიდენტ ტრამპის მოქმედება ყველაზე მკაფიოდ უნდა იქნას აღიარებული დაუშვებლად. მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ სისტემას და ჩვენს მიერ დაცულ ფუნდამენტურ თავისუფლებას".

ტრამპის იმპიჩმენტის საქმის განხილვის გრაფიკის თანახმად, ტრამპის ადვოკატებმა საბრალდებო დასკვნის წინააღმდეგ დაცვა უნდა მოამზადონ და წარადგინონ კვირის დასაწყისში.

კონგრესის დარბევის საკითხში, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი, იმპიჩმენტის მუხლი, რომელშიც ტრამპი დაადანაშაულეს "აჯანყების წაქეზებაში", წარმომადგენელთა პალატაში 14 იანვარს დაამტკიცეს.


საკვანძო სიტყვები: #კონგრესი , #დონალდ ტრამპი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები