მთავრობის კრიზისი იტალიაში

მთავრობის კრიზისი იტალიაში

1563681
მთავრობის კრიზისი იტალიაში

იტალიაში, მატეო რენცის პარტია „იტალია ვივამ“ განაცხადა, რომ ისინი კოალიციური მთავრობიდან გადიან.

მატეო რენციმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე სამაშველო ფონდის გამოყენების გამო, რომელიც იტალიამ მიიღო ევროკავშირისგან,  ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდი-19) ეფექტის შესამსუბუქებლად, წარმომადგენელთა პალატში პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობისა და ტყის პოლიტიკის მინისტრმა ტერეზა ბელანოვამ, ოჯახის მინისტრმა ელენა ბონეტმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ წერილები უკვე გაუგზავნეს.

რენციმ აღნიშნა, რომ მათ სურდათ ყურადღების გამახვილება ქვეყნის პრობლემებზე და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ, მაგრამ, ეს არ მოხდა.  მან ბოლოს პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე არადემოკრატიულობაშიც დაადანაშაულა.


საკვანძო სიტყვები: #კრიზისი , #მთავრობა , #იტალია

მსგავსი ინფორმაციები