ბრიტანეთში კოვიდ-19-ზე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

ბრიტანეთში კოვიდ-19-ზე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

1541541
ბრიტანეთში კოვიდ-19-ზე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

დიდ ბრიტანეთში, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგოდ კომპანიების Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის მოსახლეობაზე იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. პირველი ვაქცინა, 90 წლის მარგარეტ კიენანის გაუკეთდა. ქვეყნის მასშტაბით პირველ ეტაპზე 400 ათასი ადამიანის ვაქცინაციაა დაგეგმილი. ვაქცინაციისთვის გამოყენებული იქნება დიდი ადგილები, როგორიცაა სტადიონები და სპორტული დარბაზები.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შენახვა -70 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე უნდა მოხდეს. ჩვეულებრივ მაცივარში ის მხოლოდ 5 დღის განმავლობაშია ვარგისი. ამ მიზეზის გამო, ვაქცინაცია თავდაპირველად მხოლოდ 50 საავადმყოფოში განხორციელდება. ვაქცინა  ორ დოზად, 21 დღის ინტერვალით გაკეთდება.

პირველი ეტაპის პრიორიტეტად მოხუცთა თავშესაფარში 80 წელს გადაცილებული მცხოვრებლები და იქ მომუშავე ჯანდაცვის მუშაკები დასახელდნენ.



მსგავსი ინფორმაციები