ჯავად ზარიფი ჯოზეფ ბორელის ტელეფონით ესაუბრა

ჯავად ზარიფი ჯოზეფ ბორელის ტელეფონით ესაუბრა

1538309
ჯავად ზარიფი ჯოზეფ ბორელის ტელეფონით ესაუბრა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელის ტელეფონით ესაუბრა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზარიფ-ბორელს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელის, მეცნიერ,  მუჰსინ ფაჰრიზადეს მკვლელობის საკითხი იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს ირანელმა დიპლომატმა მტკიცედ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი  არის დანაშაული.

ცნობისათვის, 27 ნოემბერს თეირანთან ახლოს ქალაქ აბსარში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი მუჰსინ ფაჰრიზადე. ფაჰრიზადე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალი და იმამ ჰუსეინის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი იყო.



მსგავსი ინფორმაციები