ციხის ბუნტი შრი-ლანკაში

ციხის ბუნტი შრი-ლანკაში

1536914
ციხის ბუნტი შრი-ლანკაში

შრი-ლანკაში, ციხის ბუნტის შედეგად ბოლო ინფორმაციით 8 პატიმარი დაიღუპა, 45 კი  დაშავდა. შრი-ლანკის პოლიციის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაიის თანახმად, უბედური შემთხვევა დედაქალაქ კოლომბოდან 15 კილომეტრის ჩრდილოეთით მდებარე  „მაჰარას“ ციხეში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პატიმრებმა ციხეში, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შემთხვევების ზრდა გააპროტესტეს, არეულობის გასაკონტროლებლად კი სამართალდამცავებმა ცეცხლი გახსნეს.

პანდემიასთან დაკავშირებული უკმაყოფილება შრი-ლანკას ციხეებში ყოველდღიურად მატულობს. ბოლო კვირების განმავლობაში პატიმრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ინფიცირების შემთხვევების ზრდა რამდენიმე ციხეში გააპროტესტეს. ბოლო მონაცემებით, შრი-ლანკის ხუთ განსხვავებულ ციხეში სულ მცირე 2 მსჯავრდებული გარდაიცვალა კოვიდ-19-ის შედეგად, ხოლო 1000-ზე მეტს კორონავირუსი დაუდასრურდა.


საკვანძო სიტყვები: #ბუნტი , #ციხე , #შრი-ლანკა

მსგავსი ინფორმაციები