აშშ-მა ღია ცის ხელშეკრულება დატოვა

აშშ-მა ღია ცის ხელშეკრულება დატოვა

1532587
აშშ-მა ღია ცის ხელშეკრულება დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გუშინ დატოვა ხელშეკრულება ღია ცის შესახებ, რომელიც არეგულირებს რუსეთთან იარაღის კონტროლს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, კეილ ბრაუნმა, წერილობით განცხადებაში გაიხსენა დონალდ ტრამპის ხელისუფლების 2020 წლის 22 მაისს გასვლის შესახებ გადაწყვეტილება და აღნიშნა: ”გადაწყვეტილების შესასრულებლად საჭირო 6 თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, აშშ-ს გამოსვლა ღია ცის ხელშეკრულებიდან ძალაში შევიდა 2020 წლის 22 ნოემბრიდან. აშშ აღარ არის შეთანხმების მხარე.”

რუსეთი და აშშ, 34 ქვეყანას შორის არიან, რომლებმაც სამხედრო საქმიანობის გამჭვირვალობის ხელის შეწყობის, იარაღის კონტროლისა და სხვა შეთანხმებების მონიტორინგის გასაადვილებლად ხელი მოაწერეს ღია ცის ხელშეკრულებას.

ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გაზრდის მიზნით 1992 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მხარეებს შორის ერთ-ერთი თურქეთია.


საკვანძო სიტყვები: #ღია ცის შეთანხმება , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები