გაერომ, ბუნებრივი კატასტროფების 20 წლიანი ანგარიში გამოაქვეყნა

7348 კატასტროფას 1,23 მილიონი კაცი ემსხვერპლა

1507892
გაერომ, ბუნებრივი კატასტროფების 20 წლიანი ანგარიში გამოაქვეყნა

 

გაეროს მიერ "ბუნებრივი კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით" გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დედამიწაზე  2000– 2019 წლებში 7348 მსხვილი ბუნებრივი კატასტროფა მოხდა, რასაც მთლიანობაში დაახლოებით 1,23 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 4,2 მილიარდი ადამიანი კი დაზარალდა. რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, მან დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამავე ანგარიშით, ყველაზე მეტი, 3 ათასამდე  ბუნებრივი კატასტროფა აზიაში მოხდა, მას 1756 კატასტროფით ამერიკა და 1,192 კატასტროფით აფრიკა მოჰყვება. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის არიან ჩინეთი, აშშ-ი, ინდოეთი, ფილიპინები და ინდონეზია. ყელაზე მეტი, 226 400 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ოკეანეში 2004 წელს მომხდარი ცუნამის შედეგად, ხოლო ჰაიტიში 2010 წელს მომხდარ 7 ბალიან მიწისძვრას კი 222 000 ადამიანი ემსხვერპლა.



მსგავსი ინფორმაციები