ჯანმო: „კოვიდ-19 ვაქცინა შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მზად იყოს“

ჯანმო: „კოვიდ-19 ვაქცინა შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მზად იყოს“

1504609
ჯანმო: „კოვიდ-19 ვაქცინა შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მზად იყოს“

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს. მან ამის შესახებ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში „კოვიდ-19-თან ბრძოლის შესახებ“,  WHO-ს დირექტორთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ გვჭირდება ვაქცინა, არის იმედი, რომ ვაქცინა გვექნება წლის ბოლომდის,“ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა. ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელმწიფო ლიდერებს სოლიდარობისა და ვაქცინის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფისკენ.  „ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, სოლიდარობა გვჭირდება და მთელი ენერგია უნდა გამოვიყენოთ ვირუსთან საბრძოლველად“, განაცხადა გებრეიესუსმა.


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინა , #კოვიდ-19 , #ჯანმო

მსგავსი ინფორმაციები