ჩავუშოღლუმ სტოლტენბერგი მიიღო

NATO-ს გენერალური მდივანი  თურქეთშია

1503140
ჩავუშოღლუმ სტოლტენბერგი მიიღო

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ნატო-ს ჩათვლით ყვეამ უნდა მოუწოდოს სომხეთს,  აზერბაიჯანის ტერიტორიები დატოვოს. ჩავუშოღლუმ ამის შესახებ, ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.   ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა, რომ  შეხვედრაზე მთიან ყარაბარში მიმდინარე მოვლენები, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხი, სირიასა და ლიბიაში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს რა, კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშაზღვისპირეთში ჩრდილოეთ კვიპროსელი თურქების უფლებებს აუცილებლად დაიცავენ. მან, აზერბაიჯან-სომხეთს შორის მიმდინარე კონფლიქტზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა:  „მინსკის სამეულიდან საფრანგეთი ღიად უჭერს მხარს სომხეთს, ეს მინსკის ფორმატის არაობიექტურობაზე მიუთითებს. სომხეთი სამოქალაქოებზე თავდასხმებს ახორციელებს ეს კი ომის დანაშაულია. მაშინ, როდესაც საუბარი ეხება საქართველოსა და უკრაინას, ჩვენ ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. რატომაა, რომ როდესაც საკითხი სომხეთ-აზერბაიჯანის თემას ეხება, ერევანს არავინ მოუწოდებს, დატოვეოს აზერბაიჯანის ტერიტორიები? თითქმის 30 წელია მათ (სომხეთს), აზერბაიჯანის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.   იგი საიდან პოულობს ამის გამბედაობას? ჩვენი პოზიცია ნათელია. ამჟამად აზერბაიჯანს, თურქეთისთვის  არანაირი დახმარებისათვის არ მიუმართავს, მაგრამ, მსგავს შემთხვევაში ყველანაირი დახმარებისათვის მზად ვართ“.

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კი განაცხადა, რომ თურქეთის უსაფრთხოება ალიანსისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მან ისიც აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული პრობლემები დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს რა, ამის ფარგლებში ანკარა-ათენს შორის  უსაფრთხო სატელეფონო ხაზიც კი შეიქმნა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და სომხეთის მხრიდან სამოქალაქოებზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთება გამოთქვა.

ნატო-ს გენერალური მდივანი ანკარაში ვიზიტის შემდეგ საბერძნეთს ეწვევა.



მსგავსი ინფორმაციები