ჩინელები ერთდროულად 11 ვაქცინაზე მუშაობენ

მათგან ოთხის, მესამე ეტაპის კლინიკური ტესტებიც ჩატარდა

1493247
ჩინელები ერთდროულად 11 ვაქცინაზე მუშაობენ

 

ჩინეთმა განაცხადა, რომ   კოვიდ-19 ვირუსის  4 ახალ ვაქცინაზე, მე-3 ეტაპის კლინიკური ტესტები ჩატარდა. ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ვანგ ქიგანგმა სახელმწიფო ტელევიზიისათვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანაში მთლიანობაში 11 ვაქცინის ტესტი მიმდინარეობს და მათგან ოთხის, მე-3 ეტაპის კლინიკური ტესტები უკვე დასრულდა. მისივე თქმით, ამ 4 ვაქცინიდან ერთი, ჩინურმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია, “CanSino Biologics“-მა შეიმუშავა, ხოლო დანარჩენები კი ინაქტივირებულ ვირუსებს წარმოადგენენ. ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში გარცელებულ განცხადებაში ჩინეთის ბიოუსაფრთხოების ექსპერტმა ვუ გვიჩენმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესამე ეტაპის კლინიკურ ტესტებში ჯერ ჯერობით რაიმე პრობლემები თუ გართულებები არ წარმოქმნილა და თუ ასე გაგრძელდა, კოვიდ -19 ვაქცინების აცრები ჩინეთში მიმდინარე წლის ნოემბერში ან დეკემბერში დაიწყება



მსგავსი ინფორმაციები