ჰიროსიმას  ტრაგედიიდან 75 წელი გავიდა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ვიდეოგზავნილი გაავრცელა

1468090
ჰიროსიმას  ტრაგედიიდან 75 წელი გავიდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბის მსგავსი შეცდომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ყველა ზომები დროულად იქნას მიღებული.

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, 75 წლის წინ ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  პრეზიდენტმა ერდოღანმა გაგზავნილ ვიდეოჩანაწერში  აღნიშნა, რომ ის დღეები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბნელი დღეები გახლდათ.

„ჩვენს მეგობარ იაპონელებს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა დაზარალებულს. ჩვენ კი ამ უბედური შემთხვევიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი შეცდომები თავიდან ავიცილოთ. ამ მოვლენის დროს დაშავებული ორი წლის ბავშვი, რომელმაც ფაქტიდან კიდევ 10 წელი ძლივს იცოცხლა, სამწუხაროდ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მიმდინარე მოვლენების გამო მსგავს  საფასურებს ისევ ბავშვები იხდიან. მათი სიკვდილი  სკოლებში, დედის უბეში ან კიდევ თამაშის დროს მოდის. ამ ტკივილების თავიდან ასაცილებლად კი „აღარასოდეს“ ლოზუნგით ჩვენ უნდა ავიცილოთ ყველა მსგავსი უბედურებები თავიდან“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები