გაერო: 130 მილიონზე მეტ ადამიანს ქრონიკული შიმშილი ემუქრება

გაერო: 130 მილიონზე მეტ ადამიანს ქრონიკული შიმშილი ემუქრება

1454540
გაერო: 130 მილიონზე მეტ ადამიანს ქრონიკული შიმშილი ემუქრება

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) მსოფლიოში სურსათის უვნებლობისა და კვების რაციონის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გამო,  კვების გლობალური სისტემების დაუცველობა და უკმარისობა გრძელდება. FAO-ს  ანგარიშის პროგნოზით, 2020 წლის ბოლოსთვის კოვიდ-19-ის  პანდემიის გამო 130 მილიონზე მეტი ადამიანი ქრონიკული შიმშილის მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  (WHO) ახალი ტიპის  კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ცნობისათვის, ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები