ახალი ტიპის კორონავირუსის გამო მსოფლიოში დაღუპულთა რაოდენობა 533 ათასს გადასცდა

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო მსოფლიოში დაღუპულთა რაოდენობა 533 ათასს გადასცდა

1449111
ახალი ტიპის კორონავირუსის გამო მსოფლიოში დაღუპულთა რაოდენობა 533 ათასს გადასცდა

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო მსოფლიოში დაღუპულთა რაოდენობამ 533 ათასს, დაავადებულთა 11 მილიონ 386 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 6 მილიონ 445 ათასს გადააჭარბა.

ევროპაში ეპიდემიის ცენტრად ქცეულ ინგლისში ბოლო 24 საათში 65 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც მთლიანი რიცხვი 44 ათას 198-მდე გაიზარდა, დაავადებულთა რიცხვი კი 624-ით 284 ათას 900-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გამო მიღებული ზომების შემსუბუქების ფარგლებში პირველ ნაბიჯად რესტორნები, ბარები და კაფეები ხელახლა გაიხსნა, მაგრამ პირველ დღეს ადგილების უმეტესობა ცარიელი იყო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსით დღემდე 132 ათას 318 ადამიანი გარდაიცვალა და 2 მილიონ 935 ათას 770 კი დაავადდა.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ბრაზილიაში კოვიდ-19-ით 64 ათას 365 ადამიანი გარდაიცვალა და 1 მილიონ 578 ათას 376 დაინფიცირდა.

იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლითა რიცხვი 34 ათას 854-ია დაავადებულთა კი 241 ათას 419.

საფრანგეთში დღემდე ეპიდემიის გამო 29 ათას 893 ადამიანი დაიღუპა, 166 ათას 960 კი დაავდა.



მსგავსი ინფორმაციები