კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვი 11 მილიონს მიუახლოვდა

კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვი 11 მილიონს მიუახლოვდა

1447982
კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვი 11 მილიონს მიუახლოვდა
super covid19 hijyen2.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვმა 524 ათასს, დაავადებულთა 10 მილიონ 984 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 6 მილიონ 140 ათასს გადააჭარბა.

ევროპაში ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ინგლისში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის გამო 89 ადამიანი დაიღუპა. ამგვარად, გარდაცვლილთა რიცხვი 43 ათას 995-მდე გაიზარდა. დაავადებულთა რაოდენობა 576-ით 283 ათას 757 -მდე ავიდა.

იტალიაში ეპიდემიის გამო დაღუპულთა რიცხვი ბოლო ერთ დღეში 30-ით 34 ათას 818-მდე გაიზარდა. კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 195-ით 15 ათას 60-მდე შემცირდა, დაფიქსირდა 201 ახალი შემთხვევა.  

საფრანგეთში კოვიდ 19-ის ეპიდემიის გამო ბოლო 24 საათში 14 ადამიანი დაიღუპა რითაც მთლიანმა რიცხვმა 29 ათას 875-მდე, ხოლო დაავადებულთა რაოდენობამ კი 569-ით 202 ათას 875-მდე მოიმატა.

შვეიცარიაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1965, ხოლო დაავადებულთა კი 31 ათას 967-ია.


საკვანძო სიტყვები: #COVID19 , #კოვიდ-19 , #მსოფლიო

მსგავსი ინფორმაციები