შეიარაღებული თავდასხმა ნიგერიაში: დაღუპულია 23 ადამიანი

შეიარაღებული თავდასხმა ნიგერიაში: დაღუპულია 23 ადამიანი

1440805
შეიარაღებული თავდასხმა ნიგერიაში: დაღუპულია 23 ადამიანი

დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამფარას შტატის სოფელ რუვან-ტოფაში მოტოციკლეტით შეჭრილმა შეიარაღებულმა პირებამა თავდასხმა მოაწყევს.

მომხდარის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი დაჭრა.

ზამფარას შტატის პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოების ძალები გადაიგზავნა და გამოძიება დაიწყო.

ზამფარას შტატში 4 წელია მეცხოველეობის მწარმოებელ ფულანებსა და ფერმერ ზოგიერთ საგვარეულოს შორის ძლიერი შეტაკებები ხდება.

ფულანები, რომლებიც თავიანთი ცხოველების საძოვრებისთვის სამხრეთით გადასხდნენ, აცხადებენ, რომ ფერმერები ცხოველების მოპარვას ცდილობენ და მათ თავს ესხმიან.



მსგავსი ინფორმაციები