ლიბიის არმია სიირტს უტევს

მეამბოხე გენერლის ძალები უკან იხევენ

1430974
ლიბიის არმია სიირტს უტევს

ლიბიის არმიის გამანადგურებლების მიერ ქალაქ სიირტზე საჰაერო შეტევის შედეგად, მეამბოხე გენერლის, ხაფთერის ძალების 10 წევრი იქნა ლიკვიდირებული. ლიბიის ლეგიტიმური მთავრობის არმიის კუთვნილი სოციალური მედიის ანგარიშში გაკეთებული განცხადების თანახმად, სიირტზე განხორციელებული ამ საჰაერო თავდასხმის დროს განადგურებულ იქნა ასევე  1 საზენიტო დანადგარი, 1 ჯავშანტექნიკა, 1 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ეკუთვნოდა გენერლის მოკავშირე არაბთა გაერთიანებულ საემიროებს და კიდევ ორი შეიარაღებული ავტომანქანა. ამ ბოლო 1 თვის განმავლობაში ლიბიის არმიამ მრავალი დასახლება წაართვა პუტჩისტ გენერალს



მსგავსი ინფორმაციები