ტრამპს კორონავირუსის კვლავ არ ეშინია

იგი დიდ შვიდიანთა სამიტის, პირისპირ ფორმატში ჩატარებას ფიქრობსტრამ

1420890
ტრამპს კორონავირუსის კვლავ არ ეშინია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ  ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გავრცელების გამო ვიდეო კონფერენციით დაგეგმილი დიდ შვიდიანთა სამიტის, პირისპირ ჩატარების ვარიანტსაც განიხილავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Twitter ანგარიშიდან გაავრცელა და აღნიშნა, რომ G-7 ლიდერთა სამიტის, რომლის ჩატარებაც ადრე დაგეგმილი იყო მიმდინარე წლის 10-12 ივნისისათვის ვაშინგტონის მახლობლად მდებარე "კემპ დევიდ"-ში, მაგრამ, შემდეგ კორონავირუსის გამო ონლაინ გარემოში გადაიტანეს, ისევ პირისპირ ჩატარებაზე ფიქრობს, რადგან, აშშ-ი ნორმალიზაციის პროცესშია. ”ვფიქრობ G-7 ლიდერების სამიტის გამართვას დაგეგმილ დროში ან სხვა თარიღში ვაშინგტონის იმავე კემპ დევიდში პირისპირ ფორმატში, რადგან, G-7–ის სხვა წევრებმაც დაიწყეს ნორმალიზაციის პროცესი. ამ სამიტის პირისპირ ჩატარება, ამავე დროს მთლიანი ნორმალიზაციის გზაზე დიდი მესიჯი იქნებოდა მსოფლიო საზოგადოებრიბისათვის,” აღნიშნავს ტრამპი



მსგავსი ინფორმაციები