ბომბიანი თავდასხმა გუბერნატორზე

5 კაცი დაიჭრა

1402469
ბომბიანი თავდასხმა გუბერნატორზე

ავღანეთის ჰოსტის პროვინციის გუბერნატორის, მუჰამედ ჰალიმ ფედაის სამომსახურეო  ავტომობილზე განხორციელებული ბომბიანი თავდასხმის  შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა.  ჰოსტის გუბერნატორის სპიკერმა პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ გუბერნატორის ოფისის მახლობლად, გზაზე ჩადებული ბომბი, გუბერნატორ ფედაის სამსახურში მისვლის დროს აფეთქდა და იგი უვნებლად გადაურჩა რა ამ თავდასხმას, სამაგიეროდ 5 კაცი დაიჭრა, რომელთაგანაც 2 მისი დაცვის წევრია. ამავე ინფორმაციით, ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არავის აუღია და ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა



მსგავსი ინფორმაციები