უხანმა კორონავირუსი დაამარცხა

ყოველდღიური ცხოვრება აქ ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება

1394683
უხანმა კორონავირუსი დაამარცხა

 

7 აპრილს, 76-დღიანი საკარანტინო რეჟიმის გაუქმების კვალდაკვალ, 10 ათასობით აქ დარჩენილმა უცხოელმა მოქალაქემ დატოვა  ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში მდებარე ქალაქი უხანი, სადაც, დეკემბრის თვეში, პირველად დაფიქსირდა და შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემია. ვუჰანში, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს,  ყოველდღიური ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება, ამის გამო, ავტობუსების ტერმინალებსა და მატარებლების სადგურებზე გრძელი რიგები წარმოიშვა. ზოგიერთი ინფორმაციით, ქალაქი უკვე დასტოვა დაახლოებით 55 ათასამდე ადამიანმა, ხოლო სავარაუდოდ დღეს კიდევ 10 ათასი დასტოვებს. უხანიდან კომერციული ფრენები ასევე დაიწყო შანხაის, პეკინის და შინძინის მიმართულებით. ჩინეთში, ეპიდემიის დაწყების დღიდან კოვიდ-19 შემთხვევის რაოდენობამ  81,865 კაცს, დაღუპულთა რიცხვმა 3,335, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 77,370 კაცს მიაღწია. 11 კვირიანი საკარანტინო რეჟიმი კი 7 აპრილს მოიხსნა



მსგავსი ინფორმაციები