საუდის არაბეთში სულ მცირე კიდევ 20 ტახტის მემკვიდრე დააკავეს

საუდის არაბეთში სულ მცირე კიდევ 20 ტახტის მემკვიდრე დააკავეს

1374011
საუდის არაბეთში სულ მცირე კიდევ 20 ტახტის მემკვიდრე დააკავეს

საუდის არაბეთში სულ მცირე 20 პრინცი (ტახტის მემკვიდრე) დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებების უკან ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი დგას. საინფორმაციო პორტალ, Middle East Eye-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზის უმცროსი ძმის, პრინც აჰმედ ბინ აბდულაზიზის დაკავების შემდეგ კიდევ სამეფო ოჯახის 20 წევრი დააკავეს. საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, მათი დაკავების მიზეზი ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანის მიმართ ხუნტის მცდელობა გახდა. დაკავებულებს შორის შინაპატიმრობაში მყოფი ტახტის ერთ-ერთი   მემკვიდრე უფლისწული მუჰამმედ ბინ ნაიფიც გახლავთ.



მსგავსი ინფორმაციები