„კოვიდ 19“-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ჩინეთში „კოვიდ 19“-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1371704
„კოვიდ 19“-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით (კოვიდ -19) ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 38 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2983-ს მიაღწია.  ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო  24 საათში, ჩინეთში კორონავირუსით  კიდევ 119 ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სრულმა  რაოდენობამ  49 856 ადამიანს მიაღწია.  შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი (კოვიდ-19) გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება პირველად გასული  წლის 12 დეკემბერს დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები