ტრამპმა ერდოღანთან საუბრის ახალი დეტალი გაამჟღავნა

“მასთან პატრიოტების საკითხიც განვიხილეთ“

1369242
ტრამპმა ერდოღანთან საუბრის ახალი დეტალი გაამჟღავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქ კოლეგა რეჯეპ თაიპ ერდოღანთან, სირიაში შექმნილ მდგომარეობასთან ერთად, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემის, პატრიოტების ანკარისათვის მიწოდების საკითხიც განიხილეს. ამის შესახებ მან განაცხადა თეთრ სახლში, ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციისათვის განხორციელებული ღონისძიებებზე საუბრის დროს, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას. ”პრეზიდენტ ერდოღანთან, სირიაში ამ ბოლო დღეებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მრავალი პრობლემა განვიხილეთ, მათ შორის პატრიოტების მიწოდების საკითხიც”, ხაზგასმით განაცხადა დონალდ ტრამპმა



მსგავსი ინფორმაციები