კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2400-ს გადააჭარბა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2400-ს გადააჭარბა

1364609
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2400-ს გადააჭარბა

ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით (2019-nCoV) ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2444-ს მიაღწია.  ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 648  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების მთლიანი რაოდენობა კი  ამ დროისათვის  76 936-მდე გაიზარდა, რომელთაგან 10 968-ის მდგომარეობა მძიმეა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 22 888 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება პირველად გასული  წლის 12 დეკემბერს დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები