რუსეთის საგარეო უწყებამ თურქეთ-რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა

რუსეთის საგარეო უწყებამ თურქეთ-რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა

1362175
რუსეთის საგარეო უწყებამ თურქეთ-რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა

რუსეთმა დაადასტურა, რომ თურქეთისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სირიის იდლიბის რეგიონთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ორივე მხარე ჰუმანიტარული ვითარების შემსუბუქების მიზნით არსებულ შეთანხმებებს დაიცავენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თურქეთისა და რუსეთის დელეგაციების მოსკოვში იდლიბის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ წერილობითი განცხადება გააკეთეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 17-18 თებერვალს ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის დროს იდლიბში დაძაბულობის ფარგლებში სირიაში არსებული ვითარება დეტალურად განიხილეს.

„ორივე მხარემ დაადასტურა, რომ ტერორიზმთან ბრძოლასთან ერთად დაძაბულობის შემცირების და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესამსუბუქებლად საჭირო ზომების უზრუნველსაყოფად არსებულ შეთანხმებებს დაიცავენ... შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ იდლიბის და სირიის სხვა რეგიონებში გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შესაძლებელია ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულების საფუძველზე.” - ნათქვამია განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #რუსეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები