აშშ-ი ავსტრალიას 200 საზენიტო რაკეტას მიჰყიდის

მათი ღირებულება 990 მილიონი დოლარია

1355498
აშშ-ი ავსტრალიას 200 საზენიტო რაკეტას მიჰყიდის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა ავსტრალიისათვის  990 მილიონი დოლარის ღირებულების 200 ერთეული საზენიტო რაკეტის მიყიდვის დადგენილება. აშშ-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია: ”საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაამტკიცოს ავსტრალიისათვის 990 მილიონი დოლარის ღირებულების 200 ერთეული AGM-158C ტიპის გრძელ მანძილიანი საზენიტო რაკეტების და მათთან დაკავშირებული აღჭურვილობა-მოწყობილობების გაყიდვა.” ახლა, ეს გარიგება რომ ძალაში შევიდეს, ამისათვის საჭიროა აშშ-ს კონგრესმა 30 დღის განმავლობაში უარი არ თქვას მასზე



მსგავსი ინფორმაციები