ბრაზილიაში მეწყერმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა

ბრაზილიაში მეწყერმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა

1347468
ბრაზილიაში მეწყერმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე  მინას-ჟერაის შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყერის გამო  ბოლო მონაცემებით 30 ადამიანი დაიღუპა. სამოქალაქო თავდაცვის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებულ შტატში ძლიერი წვიმები უკვე 48 საათია გრძელდება. ბოლო მონაცემებით 17 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად არის გამოცხადებული, ხოლო 2600 ადამიანი  საცხოვრებელი  სახლის გარეშე დარჩა. რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ხელისუფლების განცხადებით, რამდენიმე ზონაში ჯერ კიდევ არის მოსალოდნელი მეწყერული პროცესები რა, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.


საკვანძო სიტყვები: #მსხვერპლი , #მეწყერი , #ბრაზილია

მსგავსი ინფორმაციები