ბურკინა-ფასოში შეიარაღებულ თავდასხმას 36 ადამიანი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოში შეიარაღებულ თავდასხმას 36 ადამიანი ემსხვერპლა

1345362
ბურკინა-ფასოში შეიარაღებულ თავდასხმას 36 ადამიანი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთ ცენტრალურ რეგიონში 2 სოფელზე დაუდგენელი პირების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა.  

ადგილობრივი პრესის ცნობით, ბარსალგოს მიმართულებით სოფლებს ალამუსა და ნაგრაოგოს გუშინ შუადღის შემდეგ დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ.

თავდამსხმელებმა სოფლებში მოტოციკლეტებს და სოფელ ნაგრაოგოში სკოლას ცეცხლი წაუკიდეს და პირველადი მონაცემებით სოფელ ალამუში 4, ნაგრაოგოში კი 32 ადამიანი მოკლეს.

მომხდარის გამო ოთხშაბათს შუადღის 12.00 საათიდან პარასკევს შუადღის 12.00 საათამდე ბურკინა-ფასოში ეროვნული გლოვა გამოცხადდა.  



მსგავსი ინფორმაციები