იემენში ჰუსიტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

იემენში ჰუსიტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

1343925
იემენში ჰუსიტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

იემენში, ჰუსიტების მიერ, რომლებსაც მხარს ირანი იჭრეს, ქალაქ მარიბში მთავრობის სამხედრო ბანაკზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა.

სამხედრო წყაროების ცნობით, იემენის აღმოსავლეთით მდებარე მარიბის პროვინციაში სამხედრო ბანაკზე თავდასხმას 87 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაიჭრა.

დაჭრილები რეგიონის საავადმყოფოებშია გადაყვანილი და ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

მარიბის ალ-ჰეიეს საავადმყოფოს ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით დაღუპულთა უმრავლესობის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა და ქალაქის საავადმყოფოები, დაღუპულებისა და დაჭრილების გამო გადავსებულია.

სამთავრობო სამხედრო წყაროს ინფორმაციით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გამოყენებული.   

სამხედრო წყაროების თანახმად, იემენის არმიამ გუშინ წინ დაბა ნეჰემში სამხედრო წერტილებზე თავდასხმისათვის სამზადისში მყოფი ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც 23 ჰუსიტი და 3 სამხედრო დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ჰუსიტები , #იემენი

მსგავსი ინფორმაციები