ტრამპი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ტრამპი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

1337348
ტრამპი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

  აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამ­პმა  განაცხადა, რომ ირა­ნის მიერ ერაყში ამერიკულ ბაზებზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად არ­ცერ­თი ამე­რი­კე­ლი არ და­ღუ­პუ­ლა. ტრამპმა აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, ირანთან წარმოქმნილი დაძაბულობის თაობაზე პრესკონფერენცია გამართა. „ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდლის ქასიმ სულეიმანის ლიკვიდაცია  უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო.  ირანმა ევროკავშირთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ  „ბალანსი“ დაკარგა. ირანმა ბირთვული სამიზნეები უნდა დატოვოს. ირანის რეჟიმის  მიერ  ერაყში ჩვენ სამხედრო ბაზებზე  შეტევის დროს ჩვენი ჯარისკაცები არც კი  დაშავებულან. ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია, ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და ჩვენს სამხედრო ბაზებს მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა“,  განაცხადა ტრამპმა. მეორეს მხრივ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს ასევე დაამატა, რომ ირანის მიმართ ახალ სანქციებს დააწესებენ.


საკვანძო სიტყვები: #განცხადება , #ტრამპი , #ირანი , #ამერიკა

მსგავსი ინფორმაციები