ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად 120 სახლი განადგურდა

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად 120 სახლი განადგურდა

1329248
ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად 120 სახლი განადგურდა

ჩილეს ქალაქ ვალპარაისოში გაჩენილი და სწრაფად გავრცელებული ტყის ხანძრების გამო 120 სახლი განადგურდა.

BBC- ს ცნობით, ვალპარაისოს რეგიონებში როკუანტსა და სან როკში-ს ხანძრების შედეგად დღემდე 120 სახლი და დაახლოებით 120 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.

ვალპარაისოს მერმა ჯორჯ შარპმა არხ „24 Horas“-ის ჟურნალისტთან გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გაამახვილა ხანძრის განგებ გაჩენის შესაძლებლობაზე.

მისივე თქმით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და დაამატა: „ამჟამად ვალპარაისოს ოთხივე კუთხეში სასწრაფო დახმარების ჯგუფები ქალაქის ზემო ნაწილში მდებარე ორ რაიონში (ხანძარსაწინააღმდეგოდ) სახმელეთო და საჰაერო რესურსებს იყენებენ.“

მერის განცხადებით, ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.   

რეგიონში ცასულმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანტონიო უოლკერმა აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად 120 სახლი დაზიანდა და მეხანძრეები ხანძარზე კონტროლის დასამყარებლად იბრძვიან.

გატარებული იქნა ზომები, რომლის ფარგლებშიც რეგიონში დაახლოებით 90 ათას აბონენტს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა და ქალაქის ზოგიერთ ნაწილში ევაკუაცია განხორციელდა.

სატელევიზიო არხის „ტელესურ“-ის ინფორმაციით, ხანძარია კუესტა კოლორადას, კერრო როკუანტას, ლა ისლასა და კერრო სან-როკის რეგიონებში.


საკვანძო სიტყვები: #სახლი , #ხანძარი , #ჩილე

მსგავსი ინფორმაციები