პუტინ-ზელენსკის შორის სატელეფონო შეხვედრა გაიმართა

განიხილეს პრობლემური საკითხები

1312565
პუტინ-ზელენსკის შორის სატელეფონო შეხვედრა გაიმართა

 

ნორმანდიის კვარტეტის (გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, უკრაინა) ლიდერების სამიტამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის. კრემლის სასახლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, ლიდერებმა ძირითადად რუსეთის მიერ ქერჩის სრუტის მახლობლად ჩამორთმეული უკრაინული სამხედრო კრეისერების კიევისათვის გადაცემის საკითხი განიხილეს, ხოლო ამის პარალელურად რუსეთის მიერ უკრაინისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის მიწოდების საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება. აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის განხილვის მიზნით, ნორმანდიის კვარტეტის ლიდერების სამიტი 9 დეკემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები