კალიფორნიაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება

კალიფორნიის შტატში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს

1294585
კალიფორნიაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება

ამერიკის კალიფორნიის შტატში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

ამერიკული მედიის ცნობით, შტატის ჩრდილოეთ ნაწილში სონომოს რეგიონში ტყის ხანძარი ძლიერი ქარის შედეგად ვრცელ ტერიტორიას მოედო, რის გამოც დასახლება გაისერვილი მთლიანად დაიცალა მოსახლეობისგან.

მშრალი ჰაერისა და საათში 113 კილომეტრის სიჩქარის ქარის გამო ხანძარი დაახლოებით 4 ათას ჰექტარ ტერიტორიას მოედო და უსაფრთხოების გამო შტატის ელექტრო ენერგიით მომარაგება შეწყვიტეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ელექტრო ენერგიის იძულებითი გამორთვა კალიფორნიაში მცხოვრებ დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანზე მოახდენს გავლენას.

შტატის სამხრეტში ხანძრის მინიმუმ ორი კერაა, ისინი დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ უქმნიან და მათზე კონტროლია დამყარებული.

კალიფორნიის ტყეების და ხანძრებისგან დაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერის განცხადებით ამ დრომდე დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

ორი წლის წინ იმავე რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #კალიფორნია

მსგავსი ინფორმაციები