ამერიკამ, სირიის ჩრდილოეთში მომსახურე სამხედროები გაიყვანა

“ისინი თურქეთის შესაძლო ოპერაციის მარშრუტზე იმყოფებოდნენ“

1284404
ამერიკამ, სირიის ჩრდილოეთში მომსახურე სამხედროები გაიყვანა

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთში მომსახურე ის ამერიკელი ჯარისკაცები გაიყვანეს უსაფრთხო რეგიონში, რომლებიც სავარაუდოდ ხსენებულ რეგიონში თურქეთის შესაძლო სამხედრო ოპერაციის მარშრუტზე მსახურობდნენ. იგი გამოეპასუხა კითხვას, თითქოსდა დონალდ ტრამპს, თურქეთის შესაძლო ოპერაციისა და ამის გამო ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის საკითხში პენტაგონთან კონსულტაცია არ ჰქონია და თქვა: "ეს არის დეზინფორმაცია, პირიქით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თურქეთის სირიის ჩრდილოეთში შესაძლო სამხედრო ოპერაციის თაობაზე და საშიში რეგიონიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის თაობაზე კონსულტაციები ჰქონდა თავდაცვის მინისტრ მარკ  ესპერთანაც და გენერალური შტაბის უფროს მარკ მილლერთანაც." ჰოფმანმა ამავე განცხადებაში საკითხთან დაკავშირებით შემდეგი შეფასებაც გააკეთა: ”პენტაგონი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციას, რომ ხსენებულ რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა, უსაფრთხო ზონის შექმნაა. მაგრამ, სამწუხაროდ, თურქეთმა აირჩია ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმა. საბოლოოდ, სირიის ჩრდილოეთში მომსახურე იმ ამერიკელი სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ოპერაციის მარშრუტზე მსახურობდნენ, სხვა რეგიონში გადავიყვანეთ. ამ ეტაპზე, სირიაში ჩვენი სამხედროების ყოფნის საკითხში, სხვა რაიმე ცვლილება არ არის დაგეგმილი.”



მსგავსი ინფორმაციები