პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

1282536
პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00 -ზე გაიხსნა და 19:00-მდე იმუშავებს, რის შემდეგაც არჩევნების პირველადი შედეგები გახდება ცნობილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საკუთარი არჩევანის დაფიქსირება დაახლოებით 10 მილიონ  ამომრჩეველს შეეძლება. პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სუსამ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში, არჩევნებში მონაწილეობის მიღების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რადგან, ეს არჩევნები მათი ქვეყნის მომდევნო ოთხი წლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიაში 2015 წელს გამართულ არჩევნებში მხოლოდ 56%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.



მსგავსი ინფორმაციები