ბოლსონარუ: „ამაზონის ტყეები მხოლოდ ჩვენია და არავითარი დედამიწის ფილტვები“

ბოლსონარუ: „ამაზონის ტყეები მხოლოდ ჩვენია და არავითარი დედამიწის ფილტვები“

1276309
ბოლსონარუ: „ამაზონის ტყეები მხოლოდ ჩვენია და არავითარი დედამიწის ფილტვები“

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე დამსწრე საზოგადოებასთან მიმართვის დროს განაცხადა, რომ ამაზონის ტყეები  არც კაცობრიობის მემკვიდრეობაა და არც დედამიწის ფილტვები არამედ იგი მხოლოდ და მხოლოდ მათი კუთვნილია. ბოლოსონარუმ სიტყვით გამოსვლისას ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის წინააღმდეგ გამომსვლელი არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისოს მედია  გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავრობას ამაზონის ტყეებისთვის მიზანმიმართულად არანაირი ზიანი არ მიუყენებია. „ზოგიერთი ქვეყანა დახმარების ნაცვლად კოლონიალური პოლიტიკის მეთოდებით მოქმედებს. ამაზონის ტყე არაა დაცლილი და არც ხანძრებით არის მოცული. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამაზონის ტყე დედამიწის ფილტვები და კაცობრიობის მემკვიდრეობაა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგიერთი  ქვეყანა ეკოლოგიურ საკითხებს პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისთვის იყენებ, ეს კი ჩემთვის მიუღებელია“, აღნიშნა ბოლსონარუმ.



მსგავსი ინფორმაციები