პენტაგონი სირიაში ჩამოსაყალიბებელ უსაფრთხო ზონის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პენტაგონი სირიაში ჩამოსაყალიბებელ უსაფრთხო ზონის შესახებ განცხადებას ავრცელებს

1272735
პენტაგონი სირიაში ჩამოსაყალიბებელ უსაფრთხო ზონის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების, ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის დირექტორმა, კრის მაიერმა განაცხადა, რომ თურქეთ-აშშ მიერ სირიაში ჩამოსაყალიბებელ უსაფრთხო ზონის ტერიტორიიდან ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს წევრების გაყვანა გრძელდება. კრის მაიერმა,  აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო, პენტაგონში უსაფრთხო ზონის შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამორჩეულმა მაიერმა აღიარა, რომ თურქეთ-აშშ-ს მიერ  სირიაში უსაფრთხო ზონის ტერიტორიაზე YPG/PKK-ს წევრები ჯერ კიდევ იმყოფებიან. მისივე თქმით,  აღნიშნული ტერიტორიებიდან YPG-ს გაყვანის საკითხში მტკიცე გადაწყვეტილება აქვთ მიღებული რა, თურქეთის ლეგიტიმურ უსაფრთხოების საკითხებს სერიოზულად უფრთხილდებიან. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს უსაფრთხო ზონის სიგრძესა და სიღრმესთან დაკავშრებით პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. კრის მაიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტერ-ორგანიზაცია, DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში,  სირიის დემოკრატიული ძალებთან, რომლებიც YPG/PKK-ს წევრებისგან არის დაკომპლექტებული, თანამშრომლობას გააგრძელებენ და მათ შესაბამის თანადგომას გაუწევენ.



მსგავსი ინფორმაციები