აშრაფ ღანის სიტყვით გამოსვლის დროს აფეთქება მოხდა

დაიღუპა ათეულობით ადამიანი

1270967
აშრაფ ღანის სიტყვით გამოსვლის დროს აფეთქება მოხდა

ავღანეთში პრეზიდენტ, აშრაფ ღანის  სიტყვით გამოსვლის დროს აფეთქება მოხდა, რის შემდეგადაც პირველადი მონაცემებით 26 ადამიანი დაიღუპა, 42-ზე მეტი კი დაშავდა, რომელთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ოფიციალური პირები დაღუპულთა რიცხვის გაზრდას ელიან.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ღანი არ დაშავებულა. აფეთქება ფარვანის პროვინციაში პრეზიდენტის ხალხთან შეხვედრის დროს მოხდა. თავდასხმაზე  პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“  აიღო. შეგახსენებთ, რომ ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები 28 სექტემბერს უნდა გაიმართოს.



მსგავსი ინფორმაციები