იემენში შეტაკებები გრძელდება

აგს-ს 6 ჯარისკაცი დაიღუპა

1269363
იემენში შეტაკებები გრძელდება

საველე ოპერაციების დროს, არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) 6 ჯარისკაცი დაიღუპა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების ოფიციალური სააგენტოს WAM-ის ცნობით, საველე ოპერაციის დროს ერთმანეთს სამხედრო მანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც 6 ჯარისკაცი დაიღუპა. სააგენტო არ იტყობინება თუ ტრაგედია სად მოხდა, თუმცა, ადგილობრივი წყაროების ცნობით, ეს მოვლენა  იემენში მოხდა. როგორც ცნობილია, იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტებსა და სამთავრობო ძალებს შორის, რომელთაც მხარს უჭერს კოალიცია, შეტაკებები დაიწყო 2014 წლის სექტემბრიდან და ჰუსიტებმა კონტროლზე აიყვანეს როგორც დედაქალაქი სანა, ასევე რამდენიმე სხვა რეგიონიც. მხარეებს შორის შეტაკებები დღესაც გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები