ტრამპმა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა

“ირანს ჩვენთან მოლაპარაკებები სურს“

1268748
ტრამპმა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მერილენდის პროვინციის ქალაქ ბალტიმორში გამგზავრებამდე პრეს კონფერენცია გამართა თეთრი სახლის წინ და განაცხადა, რომ ირანს მათთან შეხვედრა სურს. მანვე, მეორე შეკითხვაზე პასუხის გაცემისას თქვა, რომ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ამ თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, მის ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრ მაიკ პომპეოს დანიშვნას არ  ფიქრობენ და ამ ადგილზე კანდიდატთა რაოდენობა უკვე 15 კაცამდე გაიზარდა. ტრამპის მტკიცებით ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობის გაძღოლა არც თუ ისე რთული საქმეა. "იცით რატომ არის ეს თანამდებობა ადვილი? იმიტომ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ და მას არ სჭირდება მუშაობა," ხაზგასმით განაცხადა ტრამპმა. მანვე ისრაელის მხრიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში თეთრი სახლისა და ვაშინგტონში მოქმედი კრიტიკული ორგანოების მოსმენის თაობაზე დასმულ კითხვასაც გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ  “მას ამის არ სჯერა, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია.” ტრამპმა ბოლოს დასძინა, რომ იგი ღიაა ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებისთვის



მსგავსი ინფორმაციები