ტრამპი მზად არის როჰანის წინასწარი პირობების გარეშე შეხვდეს

ტრამპი მზად არის როჰანის წინასწარი პირობების გარეშე შეხვდეს

1267366
ტრამპი მზად არის როჰანის წინასწარი პირობების გარეშე შეხვდეს

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ირანის პრეზიდენტს ჰასან როჰანის „ყოველგვარი წინასაწარი პირობის გარეშე“ შეხვდეს.

პომპეომ და აშშ-ს ხაზინის მინისტრმა სტივენ მნუჩინმა, ტრამპის მიერ ხელმოწერილი და ტერორიზმთან ბრძოლისათვის სანქციების გაზრდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თეთრ სახლში გუშინ პრესკონფერენცია გამართეს.

შეკითხვაზე, ტრამპი და როჰანი ამ თვის ბოლოს ნიუ-იორკში გასამართ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე შევხდებიან თუ არა ერთმანეთს, პომპეომ განაცხადა: „პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად აღნიშნა, რომ მზად არის როჰანის ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე შეხვდეს.“

მნუჩინმა კი ტრამპი-როჰანის შეხვედრის თაობაზე განაცხადა, რომ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ყველაზე მეტი სანქციები აქვს დაწესებული რასაც შედეგი მოაქვს და დაამატა: „პრეზიდენტმა ღიად თქვა, რომ ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე როჰანისთან შესახვედრად მზად არის, თუმცა მაქსიმალური ზეწოლის კამპანიას ვაგრძელებთ.“

ტრამპმა გასულ კვირაში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ირანის პრეზიდენტ როჰანისთან შეხვედრისთვის მზად არის და დაამატა: „არ ვიცი. ყველაფერი შესაძლებელია. თავად სურთ პრობლემების მოგვარება. ფინასურად ცუდი მდგომარეობისკენ მიდიან. ჩვენ შეგვიძლია ეს პრობლემები 24 საათში მოვაგვაროთ.“


საკვანძო სიტყვები: #როჰანი , #ტრამპი , #შეხვედრა , #ირანი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები