ლორდთა პალატამ შეუთანხმებელი „ბრექსიტი“  დაბლოკა

ლორდთა პალატამ შეუთანხმებელი „ბრექსიტი“  დაბლოკა

1265285
ლორდთა პალატამ შეუთანხმებელი „ბრექსიტი“  დაბლოკა

ინგლისის პარლამენტის,  ლორდთა პალატამ შეუთანხმებელი ანუ ე.წ. ხისტი  „ბრექსიტი“  დაბლოკა. იმ შემთხვევაში თუ  დედოფალი ელისაბედ II-ე კანონს მოაწერს ხელს, იგი ოფიციალურად შევა ძალაში.  ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ინგლისმა  ევროკავშირთან ახალი შეთანხმების მიღწევაზე უნდა იზრუნონ. კანონპროექტის მიხედვით ინგლისის მთავრობამ უნდა შეეცადოს ევროკავშირთან ახალი შეთანხმების მიღწევას, რომელიც, ევროსაბჭოს სხდომაზე,  19 ოქტომბერს გაიმართება. კანონპროექტის თანახმად, თუ მხარეებს შორის  დადებული პირობებიდან  ვერცერთი შესრულდება, დიდმა ბრიტანეთს  ბრექსიტის თარიღის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების  აუცილებლობა მოუწევს.  



მსგავსი ინფორმაციები