ტერაქტი ბურკინა-ფასოში

დაიღუპა ათეულობით სამხედრო

1256198
ტერაქტი ბურკინა-ფასოში

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთში მდებარე სუმის პროვინციაში ორი დღის წინ ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული  ტერაქტის შედეგად ბოლო მონაცემებით 24 სამხედრო დაიღუპა. ადგილობრივი მედიის, ქვეყნის შეიარაღებულ ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 24 სამხედრო დაიღუპა, 7 კი დაშავდა. მათივე განცხადებით, თავდამსხმელების წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები დაიწყო. თავდასხმის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნების თანდასწრებით საგანგებო სხდომა გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც გაკეთებულ განცხადებაში ითქვა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უწყვეტლივ გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ბურკინა-ფასოში ტერორისტული აქტების ზრდის გამო 13 პროვინციიდან 7-ში საგანგებო მდგომარეობაა ამოქმედებული.


საკვანძო სიტყვები: #ტერაქტი , #ბურკინა-ფასო

მსგავსი ინფორმაციები